იტალიური “ნაპოლის” ფორვარდის – ედინსონ კავანის აგენტი ჯენარო ფამილეტი ირწმუნება, რომ მისი კლიენტი არსებული ვითარებით სრულიად კმაყოფილია და კლუბის შეცვლას არ გეგმავს.
“კავანის კლუბიცა და ქალაქიც ძალიან უყვარს. მხოლოდ რამდენიმე კლუბია ისეთი, ვისაც ჩემი კლიენტის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა მოეძებნება. თანაც, “ნაპოლისთვის” სატრანსფერო წინადადებით არავის მიუმართავს. კავანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნეაპოლელებმა ძლიერი ფეხბურთელები დაიმატონ და პროგრესირება განაგრძონ. ედინსონი ამბიციური ადამიანია და ტიტულები სწყურია”, - განუცხადა ფამილეტიმ Radio Kiss Kiss-ს.
შეგახსენებთ, რომ კავანისადმი ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს.