იტალიური “ნაპოლის” ფორვარდი ედინსონ კავანი წინადადებას მადრიდის “რეალისგან” ელის. Sportmediaset-ის ცნობით, ურუგვაელს ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” იწვევს, მაგრამ ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
შესაძლოა, პარიზელებმა ტრანსფერში ნახევარმცველი მარკო ვერატიც ჩართონ, რომლის ხილვაც ნეაპოლელებს დიდი ხანია სურთ. თავის მხრივ, კავანი კარლო ანჩელოტის გუნდში თამაშზე ნამდვილად არ ოცნებობს პარიზში გადასვლისგან თავს იკავებს.
საქმე ისაა, რომ წელიწადის წინათ, “რეალი” კავანის წარმომადგენლებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ურუგვაელს იმედი აქვს, რომ მადრიდელთა მხრიდან ინტერესი წელსაც იქნება. სადღეისოდ, “რეალში” დარწმუნებულნი არ არიან, ვინ იქნება მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელი. შესაბამისად, სავარაუდო ტრანსფერებზე საუბარიც ნაადრევია.