ფეხბურთი

14:25 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: “ჩემი ბედი პრეზიდენტის ხელშია”

იტალიური “ნაპოლის” ფორვარდმა ედინსონ კავანიმ განაცხადა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს და სატრანსფერო საკითხები კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს აბარია. სწორედ ის გადაწყვეტს, მომდევნო სეზონსაც “სან პაოლოზე” გაატარებს ურუგვაელი, თუ არა.

“ახლა ურუგვაიში ვარ. მინდა, ძალები აღვიდგინო და მომდევნო სეზონს მომზადებული შევხვდე. სადღეისოდ, მხოლოდ “ნაპოლიში” ვხედავ ჩემს თავს. ტრანსფერი? ჩემი მომავალი პრეზიდენტის ხელშია. ნეაპოლელთა რიგებში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. როგორც ფეხბურთელი, აქ ჩამოვყალიბდი”, - უთხრა ურუგვაელმა Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ 34 მატჩში გატანილი 29 გოლით, კავანი იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის ბომბარდირი გახდა.

 

0.144211