მადრიდის “რეალის” კაპიტანმა იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს.
“გასული სეზონი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი იყო, რადგან ტრავმირებული ვიყავი. 14-წლიანი რეგულარული ასპარეზობის შემდეგ, 4 თვის მოედანს მიღმა გატარება რთული იყო. სამწუხაროა, რომ ვერაფერი მოვიგეთ. ყოველი მატჩით ისე ვტკბები, როგორც უკანასკნელით. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს დავტოვებ. მქონდა რთული დღეები, როცა “რეალის” დატოვებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ. გასახდელში თანაგუნდელების მხრიდან სიყვარულს ვგრძნობდი”, - განუცხადა კასილიასმა Marca-ს.
ცნობისათვის, კასილიასი ეროვნულ ნაკრებში 2000 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 146 სანაკრებო მატჩია.