ტურინის “იუვენტუსს” ინგლისური “საუტჰემპტონის” ფორვარდის – პაბლო ოსვალდოს იჯარით აყვანა სურს. ამის შესახებ იტალიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
Tuttosport-ის ცნობით, “ბებერმა სინიორამ” ინგლისურ კლუბს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა. “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა სურს, რომ ოსვალდო სეზონის ბოლომდე ინათხოვროს და ზაფხულში, მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლება დაიტოვოს.
აღსანიშნავია, რომ “საუტჰემპტონის” ერთ-ერთ ვარჯიშზე, ოსვალდომ თანაგუნდელ ჟოზე ფონტესთან იჩხუბა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელი 2 კვირით ჩამოაშორა გუნდს.