ფეხბურთი

13:57 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” კავანიში 30 მილიონსა და ფეხბურთელს ჩამოდის

 

ტურინის “იუვენტუსი” “ნაპოლისთან” ედინსონ კავანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Tuttosport-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ურუგვაელის სანაცვლოდ, ტურინელები ნეაპოლელებს 30 მილიონსა და რომელიმე ფეხბურთელს სთავაზობენ. ჯერჯერობით, “ნაპოლის” ხელმძღვანელობის პოზიცია, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კავანის ხილვა მადრიდის “რეალსა” და ლონდონის “ჩელსისაც” სურთ, მაგრამ ყველაზე სერიოზული ინტერესი მიუნხენის “ბაიერნის” მხრიდანაა.

0.136151