ფეხბურთი

20:36 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი “ვალენსიასთან” მატჩს არ დაესწრება

ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი რამდენიმედღიანი შვებულებით შვედეთში გაუშვა. L’Equipe-ს ცნობით, ფორვარდმა სამშობლოში გამგზავრება თავად ითხოვა. 

ამგვარად, ზლატანი “ვალენსიასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს “პარკ დე ფრანსზე” არ დაესწრება. მოგეხსენებათ, შვედი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს “ღამურებთან” დაპირისპირებას. 
შეგახსენებთ, რომ “ვალენსიასა” და “პარი სენ-ჟერმენის” პირველი მატჩი 1:2 დასრულდა.
0.101433