ფეხბურთი

19:27 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: “ბექჰემი სამაგალითო პროფესიონალია”

“პარი სენ ჟერმენის” შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვეტერან ინგლისელ თანაგუნდელს, დევიდ ბექჰემს აქებს, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პენსიაზე გადის.

“დევიდი შესანიშნავი ადამიანია. მისი წასვლით, ფეხბურთი ძალიან ბევრს კარგავს. თუმცა, მისი მესმის. დევიდს პსჟ-ში მის გადმოსვლამდე არ ვიცნობდი. ის აქ, პარიზში გავიცანი.

შემიძლია გითხრათ, რომ ბექჰემი სამაგალითო პროფესიონალია. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ისღა დამრჩენია, მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.” – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.112827