ფეხბურთი

13:31 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰადლსტოუნი ინგლისის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს

 

“ჰალ სიტის” ნახევარმცველი ტომ ჰადლსტოუნი, ინგლისის ეროვნულ გუნდში დაბრუნებაზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებაზე ოცნებობს.

26 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ტოტენჰემის” საკუთრებაა, მაგრამ გუნდში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და “ჰალ სიტის” განათხოვრების წესით მიაშურა, სადაც წლევანდელი სეზონი წარმატებულად დაიწყო.

“კარგად მესმის, რომ ნახევარდაცვის ცენტრი ერთ-ერთი უძლიერესი რგოლია ჩვენს ნაკრებში და ამიტომ, ილუზიებით არ ვიკვებები. ძალიან გამიჭირდება ეროვნულ გუნდში დაბრუნება, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებ და ჩემი მხრიდან მცდელობას არ დავაკლებ. “ტოტენჰემის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დავიმკვიდრე, 26 წლის ასაკში კი, რეგულარული თამაში აუცილებელია და ამიტომაც მივაშურე “ჰალ სიტის”. სხვათა შორის, იმაზე უკეთესი შემადგენლობა გვყავს, ვიდრე ზოგიერთი ფიქრობს - ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, მოთამაშეთა უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში წავიდა და გუნდში რამდენიმე ადამიანი დავრჩით, მათ შორის ერთი, მე ვიყავი”, - განუცხადა The Guardian-ს ჰადლსტოუნმა.

ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შემდეგ, ჰადლსტოუნი ეროვნულ გუნდში პირველად 2009 წელს გამოიძახეს, მაგრამ ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.261426