ფეხბურთი

19:24 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი “ბარსელონასთან” სათამაშოდ მზად იქნება

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “ატლტიკოს” ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი “ბარსელონასთან” სათამაშოდ მზად იქნება.

გოდინმა, “ვალენსიასთან” გამართული სათასო დაპირისპირების (1:1) წინ ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის გუნდს “ღამურებთან” ვერ დაეხმარა. როგორც გაირკვა, 27 წლის ურუგვაელი უკანახაზელის დაზიანება სერიოზული არ ყოფილა და ის ვარჯიშს უკვე შეუდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოდინი “ბარსელონასთან” მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.

გოდინის გარდა, “ბარსელონასთან” ითამაშებს ხუანფრანიც, რომელსაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთი ყვითელი ბარათი გაუუქმა და შესაბამისად, ფეხბურთელს დისკვალიფიკაციაც მოეხსნა.

0.102639