ფეხბურთი

23:45 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta dello Sport: ზეედორფი “მილანს” ხუთშაბათს ჩაიბარებს

 

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს, “მილანის” მთავარ მწვრთნელად გუნდის ყოფილი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი დაინიშნება.

მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, მასიმილიანო ალეგრი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იტალიელი სპეციალისტის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად 37 წლის ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი განიხილება, რომელიც “ბოტაფოგოში” თამაშობს. როგორც ირკვევა, ჰოლანდიელს ბრაზილიური გუნდის დატოვება ნებისმიერ დროს, ყოველგარი გართულებების გარეშე შეუძლია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ზეედორფის “მილანის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნა 16 იავნარს დადასტურდება და მისი დებიუტი 3 დღეში, “ვერონასთან” გასამართ საშინაო შეხვედრაში შედგება. მანამდე, 15 იანვარს, იტალიის თასზე, “სპეციას” წინააღმდეგ გუნდს მაურო ტასოტი გაუძღვება.

0.113862