მოლდოვის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სერგეი სტროენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ავტოავარიას ემსხვერპლა. საინტერესოა, რომ სტროენკომ 40 წლის ასაკში ითამაშა ეროვნულ ნაკრებში, კარიერა კი 42 წლისამ დაასრულა.
სტროენკოს 4 მატჩი ჩაუტარებია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. ის 2011-2012 წლებში კიშინიოვის “ზიმბრუს” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.