ფეხბურთი

16:33 | 12.06.2011 | ნანახია 3597 - ჯერ

გარდაიცვალა ჯუმბერ ხაჟალია

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა გასული საუკუნის 60-იანი წლების ქუთაისის “ტორპედოს” გამორჩეული მოთამაშე, სპორტის ოსტატი ჯუმბერ ხაჟალია.
ჯუმბერ ხაჟალია 1938 წლის 19 აგვისტოს, სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთის თამაში საკმაოდ გვიან, 17 წლის ასაკში დაიწყო -  ადგილობრივი “ლოკომოტივის” სკოლაში, მწვრთნელ გივი ჩიქობავასთან. მანამდე გატაცებული იყო  სიგრძესა და სიმაღლეზე ხტომით, მაგიდის ჩოგბურთით, ფრენბურთით, გახლდათ კალათბურთში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი.
ფეხბურთის თამაში სერიოზულად გოგი ანთაძის რჩევით დაიწყო. 1956 წელს, თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლაში, იგივე “ფშმ”-ში აღმოჩნდა. ამ სკოლის გუნდში, ჯუმბერ ხაჟალიასთან ერთად, თამაშობდნენ ნოდარ ახალკაცი, გივი მუმლაძე, მერაბ იაშვილი, ოთარ რუხაძე და სხვები.
ქუთაისის “ტორპედოში” ჯუმბერ ხაჟალია 1960 წელს მიიწვიეს. იმავე წელს, ტორპედოელებმა საკავშირო პირველობის “ბ” კლასის ზონალური ტურნირი მოიგეს  და ასეთივე წარმატებას მიაღწიეს მომდევნო სეზონში, რის შემდეგაც, საკავშირო პირველობის “ა” კლასში (უმაღლეს ლიგაში) გადასასვლელ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. სამთა ტურნირი “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივსა” და ტალინის “კალევს” შორის, კიშინიოვში გაიმართა. მიუხედავად ესტონელებთან სასტარტო შეხვედრაში განცდილი მარცხისა, ქუთაისელებმა მომდევნო თამაშები აღმავლობით ჩაატარეს და საბჭოური ფეხბურთის ელიტაში აღზევდნენ, რაშიც გადამწყვეტი როლი ჯუმბერ ხაჟალიამ ითამაშა, კიშინიოვურ ბატალიებში მან 4 გოლი გაიტანა.
მაღალი სასტარტო სიჩქარის, დახვეწილი ტექნიკის მქონე, გოლის გასაოცარი ალღოთი და იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოებული  ფორვარდი, მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. თბილისისა და მინსკის “დინამო”, მოსკოვის ცსკა, ერევნის “არარატი”, ბაქოს “ნეფტიანიკი” ამაოდ ცდილობდნენ მის გადაბირებას - ხაჟალიამ ბოლომდე უერთგულა “ტორპედოს” და ქომაგთა განსაკუთრებული სიყვარულით ამიტომაც სარგებლობდა. 1962-68 წლებში “ტორპედოს” შემადგენლობაში, ჯუმბერ ხაჟალიამ 188 მატჩი ჩაატარა და 48 ბურთი გაიტანა. მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში ირანის, ავღანეთის, ყოფილი გდრ-ის, ბულგარეთის, აფრიკული ქვეყნების სტადიონებზე.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯუმბერ ხაჟალია დროგამოშვებით საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე სამტრედიის “ლოკომოტივს” თავკაცობდა, საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, სამტრედიის “სანავარდოს” წვრთნიდა, ბოლოს კი, ჯანმრთელობის გაუარესებამდე, ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელ-კონსულტანტი გახლდათ.
  

Loading...

კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:11 | 13.06.2011
zirzikichi (2340)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ვიზიარებ

10:44 | 13.06.2011
ბაბუ (11729)

tolika-მე ცისფერი არ მახსოვს წითელი და თეთრი კი,სულ თეთრიც და სულ წითელიც ბევრჯერ მინახავს. ერტი პერიოდი ჩაცვეს შავი ტრუსები და თეთრი მაისურები, ნუ რა იყო იცით რასაც მოსკოვის ტორპედო ჩAიცვავდა ისე ეცვა ქუთაისსის ტორპედოსაც. რადგან მოსკოვის ტირპედოს მიუძღვის წვლილი ქუთაისის გუნდის დახმარებაში, სპორტულ ინვენტარს ხშირად აგზავნიდა ქუთაისში და ამიტომ ემთხვევოდა ერთმანეთშ თანაც ორი იყო სულ ამხელა ქვეყანაში ტორპედო და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. უნდა გახსოვდეს რომ კიევის დინამოს ფრე არ აწყობდა და ქუთაისში 1-1 ვეთამეშეთ ამით მოსკოვის ტორპედო გახდა ჩემპიონი კიევს კი წინასწარ გაწყობილი ბანკეტი ჩაუშალეთ. მოსკოვის ტორპედოს ბევრჯერ მოუცია ქულა ამისათვის და გადავრჩენილვართ გავარდნას.

10:36 | 13.06.2011
ბაბუ (11729)

ხაჯალიას თავითაც კარგი გოლები გაჰქონდა. ის იყო ნაღდი ქუთაისი აბა ვინ დაიწყებდა მაშინ გინებას სტადიონზე თანაც დედის გინებას, დინამოს თამაშზე რომ მიხვიდოდი გეგონება თეტრში ხარო ტაშის მეტი არ იყო არაფერი, აბა 22 ქართველს ვინ შეაგინებდა. დინამო აკვირდებოდა ვინ წაეყვანა და ტორპედო აბა ვის გაიმეტებენ სამაგიეროდო.

10:34 | 13.06.2011
tolika (380)

ტორპედო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში საშინაო თამაშებს ცისფერი მაისურებითა და თეთრი ტრუსებით თამაშობდა, ან უმეტეს შემთხვევაში წითელი მაისურებით და თეთრი ტრუსებით. გასვლით თამაშებს კი თეთრი მაისურებით და თეთრი ტრუსებით. ეს იყო გუნდის ტრადიციული ფორმა და არა ის ახლა რომ აცვიათ.

09:59 | 13.06.2011
gio--83 (4096)

aleqsandre133 ღმერთმა ნათელში ამყოფოს, მაგარი ფეხბურთელი იყო მეც ვიცი ეგ ისტორია. მსაჯი ყავდათ ნაყიდი ქუთაისლებს და ტამაშის ბოლოსკენ დაუდო პენალტი 0-0ზე და ჯუმბერამ ძელს გაარტყა. მერე მეორე დაუდო 93 წუთზე და კიდე ჯუმბერა რო მივიდა ბურთთან მსაჯმა აღარ გაუშვა. მაგიტო დაუძახეს ხაჟალია დაარტყი პენალიო. როგორ დავარტყა არ მიშვებს სუდიაო, სუდიას ვინ კითხავს ჩვენ გვაქ მაყუთი გადახდილიო, დაარტყა და შეაგდო 1-0 მოიგო ტორპედომ

09:12 | 13.06.2011
qsneli (138)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

08:07 | 13.06.2011
giorgi88 (1100)

aleqsandre133 ო აი ეგ გამახსენდა მეც ღმერთმა ნათელში ამყოფოს

01:11 | 13.06.2011
ბადრი555 (1138)

ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

00:48 | 13.06.2011
barcafan_farkao (17)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს

23:42 | 12.06.2011
tortiza (365)

მართლაც დიდებული მონაცემების ფეხბურთელი იყო. საოცარი თამაშები აქვს ჩატარებული მაშინდელი უძლიერესი ცენტრალური მცველების შესტერნიოვის (რომელმაც მაშინ მსოფლიო ნაკრებში ითამაშა), შუსტიკოვის, ხურცილავას და სხვების წინააღმდეგ.მთელი თავისი შესაძლებლობები რომ გამოეყენებინა უდიდესი ფეხბურთელი იქნებოდა. ნათელში ამყოფოს მისი სული

22:36 | 12.06.2011
davitia (10156)

გაანათლოს ღმერთმა მისი სული

21:52 | 12.06.2011
rafa-real (72)

ღმერთმა აცხონოს ბატონი ჯუმბერის სული

21:24 | 12.06.2011
tolika (380)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო, სტაჟიან გულშემატკივრებს გემახსოვრებათ ჩხარტიშვილისა და ხაჟალიას ჯარიმის საფირმო გათამაშება.

20:32 | 12.06.2011
zuradiaxo (484)

საწყენია როცა ლეგენდები მიდიან ღმერთმა გაანათლოს, აგერ კიდე სერგო კოტრიკაძე წავიდა დიდი ხანი არაა პ.ს. აი ტორპედოს ნამდვილი ფორმა!!!!

19:11 | 12.06.2011
f.verdasco (287)

ვიზიარებ ნათელში იყოს...

18:28 | 12.06.2011
ბაბუ (11729)

ვა ჯუბა მეწყინა.რა პენლებს აჩალიჩებდა მაგარი იყო. აცხონოს ღმერთმა.

18:24 | 12.06.2011
shotiko75 (970)

ტორპედოს და ქუთაისის ლეგენდა იყო, ასეთივე ადამიანი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული ბატონო ჯუბა!

18:15 | 12.06.2011
ramo (435)

მართლა მაგარი იყო. მე მინახავს მაგის თამაშები. ესეთებზე ამბობენ ხალხის სიყვარულიაო. ნათელში ამყოფოს ღმერთმა. რაც მაგას ქუთაისლები და ქართველები გაუხარებია.

17:50 | 12.06.2011
butamilan1 (2837)

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

17:18 | 12.06.2011
Blunt (404)

ახლოს ვიცნობდი, მართლაც კარგი ადამიანი იყო

17:14 | 12.06.2011
araza45 (1405)

მაგისთანა მაგარი 9 ნომერი ქუთაისს არ ყოლია. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა

17:13 | 12.06.2011
rigeli (1067)

გოლის--- გატანის ნიჭიტ დაჯილდოვებული ამ ადამიანის ხსოვნა და არ დავიწყება იყოს. მისი სახელი ტორპედოს ისტორიაში საუკეტესო ფეხბურტელად დარჩება. ნუტუ ერტხელაც არ იყო ცხონებული იმის ღირსი რომ საფეხბურტო ტელე გადაცემაში მიეწვიატ და მოეყოლა ტორპედოს შესახებ. ნატელში იყოს შენი სახელი----ჯუბა ბატონო.

16:41 | 12.06.2011
kvasana (561)

ცუდია....... ვიზიარებთ ყველა , ხაჟალია ტორპედოს ლეგენდა იყო და ლეგენდად დარჩება ცხონებული

16:39 | 12.06.2011
manche (437)

ვაა სეხნიიი... ნათელში იყოსს

16:36 | 12.06.2011
lfc_fan (97)

ცუდია

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.112867