ფეხბურთი

12:09 | 27.06.2012 | ნანახია 1278 - ჯერ

განუგრავა და თოთაძე “დიორში” არიან

გიორგი განუგრავა და ლაშა თოთაძე უნგრულ “დიორს” დაუბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელი ამ კლუბს ეკუთვნის და ბოლო პერიოდში განათხოვრებული იყო: გიორგიც და ლაშაც სეზონის პირველ ნახევარში უნგრულ “ლომბარდ პაპაში” იყვნენ, შემდეგ კი მათი გზები გაიყო - გიორგი უნგრეთშივე დარჩა, კერძოდ, “ზალაეგერსეგიში”, ხოლო თოთაძემ “დილაში” ითამაშა. სავარაუდოდ, ქართველები სხვა კლუბში გააგრძელებენ კარიერას.
“დიორმა” მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ტესტ-მატჩი გამართა და უნგრეთის ქვედალიგელ “ველკის” 6:0 სძლია. განუგრავამ და თოთაძემ მე-2 ტაიმში ითამაშეს, თუმცა გოლი არ გაუტანიათ. “დიორმა” თითო ტაიმში სამი გოლი გაიტანა.
რატი ალექსიძეს “დიორში” არ უთამაშია - ტრავმა აქვს.
 

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:10 | 27.06.2012
sandrinio10 (1407)

განუგრავა და თოთაძე ჯობია საქართველოში ჩამოხვიდეთ ,

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072645