თბილისში დასრულებული უეფას ფუტსალის თასის “ოთხთა ფინალის” საუკეთესო ბომბარდირი ალმათის “ქაირათის” ბრაზილიელი ლეგიონერი ფუმასა გახდა.
ყაზახურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში ევროპული თასი პირველად მოიგო, რაშიც ფუმასამ დიდი წვლილი შეიტანა. მან ტურნირის ნახევარფინალში “ბარსელონას” კარში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ფინალში ერთხელ მოსკოვის დინამოელები დაამწუხრა.
სხვათა შორის, ფუმასას თბილისის “იბერია სტარშიც” უთამაშია და უეფას ფუტსალის თასზე გოლები 2007-2008 წლების სეზონში გაუტანია.
“ოთხთა ფინალის” საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეული ასე გამოიყურება:
ფუმასა (“ქაირათი”) – 4 გოლი
დიეგინიო (“დინამო”) – 2
სერხიო ლოსანო (“ბარსელონა”) – 2
ფაბინიო (“იბერია სტარი) – 2
პულა (“დინამო”) – 2
უეფას ფუტსალის თასზე განვლილი სეზონის საუკეთესო მეგოლეთა ჩამონათვალი ასეთია:
ბეტინიო (“სპორტინგი”, საფრანგეთი) – 10
ალენ ფეტიჩი (“ლიტია”, სლოვენია) – 10
დენის პინეირო (“სპორტინგი”, საფრანგეთი) – 10
ამარ ზუგაგი (“ანტვერპენი”, ბელგია) – 10