2012-13 წლების სეზონის რეგულარულ გათამაშებაში "ფინიქსმა" 25 მოგების წილ 57 წაგება იგემა, რაც კლუბის 45 წლიან ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე უარესი შედეგია - იტყობინება basketball-reference.com-ი.
არიზონულ გუნდს უარესი სეზონი მხოლოდ 1968-69 წლებში ჰქონდა, როდესაც ისინი სადებიუტო სეზონს ატარებდნენ ლიგაში - 16 მოგება და 66 მარცხი.
30 მოგებაზე ნაკლებით "სანზმა" პირად ისტორიაში კიდევ ორ სეზონი დაასრულა: 1987-88 (28/54) და 2003-04 (29/53).