ჩოგბურთი

16:54 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა მადრიდს მირკასთან სიახლოვე ამჯობინა

 ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ მადრიდის „მასტერზ1000“-ს როჯერ ფედერერმაც „უგანა“. თუკი სერბი ხელის მტევნის ტკივილს უჩივის, შვეიცარიელი მალე კიდევ ერთი ბავშვის მამა გახდება და მეუღლე მირკასთან სიახლოვე ამჯობინა ესპანეთის დედაქალაქში ჩოგნის ცემას.

ამის თაობაზე სპორტულ საზოგადოებას ფედერერმა „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით  ამცნო. „ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს და ვიმედოვნებ, მადრიდში მომავალ წელს ვითამაშებ. უახლოესი კვირების განმავლობაში ფეხმძიმე ცოლთან სიახლოვე მსურს. მომავალი ასპარეზობებისთვის სახლთან ახლოს ვივარჯიშებ“, - განაცხადა 32 წლის როჯერმა.

შეგახსენებთ, მადრიდის შეჯიბრების მეორე ტურში ფედერერი ფრანგ ჟილ სიმონს უნდა შეხვედროდა.

0.114907