ამჟამად მსოფლიო რეიტინგსიის მერვე ნომერმა როჯერ ფედერერმა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე სასტარტო მატჩში ფრანგ პოლ-ანრი მატიეს 6:2, 7:6 მოუგო. მომდევნო წრეში სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონი შვეიცარიელი რუს დმიტრი ტურსუნოვს შეხვდება.
32 წლის მეტოქეების შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 9 ეისი შეასრულა, ფრანგთან პირადი მატჩების ანგარიში კი 7:0 გახადა.
“ბოლო დროს თამაშისგან მეტ სიამოვნებას ვიღებ. ეს წარმატების მიღებაშიც მეხმარება. ჩემი საყვარელი საქმიანობით ვარ დაკავებული და ასპარეზობისგან მხოლოდ დადებით ემოციას ვიღებ. ყოველთვის მსიამოვნებს ჩემი ასაკის მეტოქის წინააღმდეგ თამაში. კარგად ვიცნობ მათი ასპარეზობის სტილს. ახალგაზრდებთან დაპირისპირების წინ კი უფრო მეტად მმართებს მათი საასპარეზო სტილის გაანალიზება”, - განაცხადა ფედერერმა თანატოლი ფრანგის დამარცხების შემდეგ.