ჭადრაკი

14:19 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის სილვიო დანაილოვის მიმართვა

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის სილვიო დანაილოვის მისალმებელი სიტყვა ურეკის 2013 წლის ევროპის ახალგაზრდული თასის (16-26 ივნისი) მონაწილეებისადმი. 

ძვირფასო მეგობრებო,

ევროპის საჭადრაკო კავშირის და ჩემი სახელით მოგესალმებით ევროპის ახალგაზრდული თასის ყველა მონაწილეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ღონისძიების მომზადებაში.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა რომ ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, რომელიც ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი. ევროპის საჭადრაკო კავშირსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ჩამოყალიბდა არაჩვეულებრივი თანამშრომლობა, რომელმაც თავი იჩინა 2011 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასას. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ საქარველოს ჭადრაკის ფედერაცია როგორც ყოველთვის, დაამტკიცებს რომ არის სანდო, გამოცდილი და საუკეთესო ორგანიზატორი.

ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს საჭადრაკო წარმატებების დიდი ტრადიცია. საქართველო ხომ სამშობლოა საჭადრაკო ლეგენდების ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი საჭადრაკო ლეგენდების მიერ განვლილი გზა და ექსტრაორდინალური წარმატებები, მაგალითი იქნება ევროპის საჭადრაკო თასის მონაწილეებისათვის.

ევროპის საჭადრაკო კავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდული ჭადრაკის განვითარებას და ახალგაზრდული საჭადრაკო  ტურნირების ჩატარებას. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ურეკის 2013 წლის ევროპის ახალგაზრდულ თასს, როგორც კიდევ ერთ წარმატებულ საჭადრაკო ღონისძიებას.

კიდევ ერთხელ, ღონისძიების ყველა მონაწილეს ვუსურვებ იყვენენ იღბლიანები და წარმატებულები.

პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111483