სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

10:13 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 18 აგვისტო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1939. დაიბადა ვლადიმერ უგრეხელიძე. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი. 1962 წელს “დინამოსთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. 1961 წლის ევროპის ჩემპიონი. 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968) და თასის მფლობელი (1969). მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (1963). ვლადიმერ უგრეხელიძე 2009 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

 

მნიშვნელოვანი ფაქტები

1886. კარ და სამუელ ნილებმა, წყვილებში აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციის პირველობა მოიგეს. შემდგომში, ეს ტურნირი აშშ-ის ღია ჩემპიონატად გადაკეთდა.

1902. ავსტრიის ქალაქ გრაცში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გრაცერ აკ” (“გრაცერ ატლეტიკ-სპორტ კლუბი”). გუნდს მოპოვებული აქვს ავსტრიის ჩემპიონობა, სამჯერ ქვეყნის თასი, ორჯერ სუპერთასი. 1982 წელს თასების თასის მეთექვსმეტედფინალში თბილისის “დინამოსთან” ორრაუნდიანი პაექრობა ჩაატარა. “დინამომ” ავსტრიული ბარიერი უპრობლემოდ დაძლია (2:0, 2:2).

1923. ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის 37-ე გათამაშების ფინალში, ელენ მუდმა მოლა მელორი 6:2, 6:1 დაამარცხა.

1934. ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის 48-ე გათამაშების ფინალში, ელენ ჯეკობსმა სარა კუკი 6:1, 6:4 დაამარცხა.

1958. ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, როი ჰარისი მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1964. სამხრეთ აფრიკა ამ ქვეყანაში გაბატონებული აპარტეიდისთვის ოლიმპიური მოძრაობიდან გარიცხეს.

1973. თბილისის “დინამომ” ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ უელვაში მიმდინარე “კარაველას თასის” გათამაშების ნახევარფინალში, მადრიდის “ატლეტიკოსთან” 0:0 ითამაშა. პენალტების სერიაში ქართველებმა 4:2 მოიგეს. “დინამოელთა” გოლკიპერმა დავით გოგიამ, მადრიდელთა მიერ შესრულებული ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, მ. მაჩაიძე, ებრალიძე, ასათიანი, გუცაევი, ყიფიანი (მჭედლიშვილი), ლევან ნოდია (წერეთელი). გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1983. სამანტა დრუსი ყველაზე ახალგაზრდა მოცურავე გახდა, რომელმაც ლა მანშის გადაცურვა მოახერხა, მაშინ დრუსი 12 წლისა და 119 დღის იყო.

1987. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალ მოცურავეთა კვარტეტმა 200 მეტრზე ესტაფეტით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:55,47).

1993. თბილისის “დინამომ” დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, ჩრდილო ირლანდიის ბელფასტის “ლინფილდს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები შოთა არველაძემ და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. “დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ლობჟანიძე, შელია, ინალიშვილი, ყაველაშვილი (ანჩაბაძე), ა. არველაძე, ჯამარაული, რ. არველაძე, ქინქლაძე, შ. არველაძე. გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.

1997. რუსეთის ფეხბურთის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ახლადგარემონტებულ “ლუჟნიკის” სტადიონზე ფიფასა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრა ჩატარდა, რომელიც “მსოფლიოს ნაკრებმა” 2:0 მოიგო. გოლები იური ჯორკაეფმა და ხულენ გერერომ გაიტანეს. ფიფას ნაკრებში თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ახრიკ ცვეიბამ ითამაშა, გუნდის მწვრთნელი კი ინგლისელი სპეციალისტი ბობი რობსონი იყო.

2004. ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაში გაიმარჯვა.

2006. ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა. მან აღნიშნული დისტანცია 1:53,8 წუთში დაფარა და თავისივე შედეგი (1:53,93) გააუმჯობესა. ძველი შედეგი ფელპსს 2003 წელს ბარსელონას მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა ნაჩვენები.

2007. ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ფაბინიომ ფიფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებში ყველაზე “სწრაფი” გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ახალ ზელანდიას გოლი ასპარეზობის დაწყებიდან მეცხრე წამზე გაუტანა. ამ მომენტამდე ყველაზე “სწრაფი” ბურთი თურქ ჰაკან შუქურს ჰქონდა გატანილი. მან 2002 წლის მუნდიალზე, მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ კორეელთა კარი მეთერთმეტე წამზე დალაშქრა.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში ჩემპიონი რუსი ელენა ისინბაევა გახდა, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიოს რეკორდით მოიგო (505 სმ).

2008. პეკინის ოლიმპიადის მამაკაც ჩოგბურთელთა ტურნირზე ჩემპიონობა ესპანელმა ღაფაელ ნადალმა მოიპოვა.

2008. პეკინის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს სახელით მოსპარეზე პლაჟის ფრენბურთელთა გეორ-გიას წყვილი ნახევარფინალში გავიდა.

2011. ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში “ზესტაფონი” თბილისში ბელგიის ბრიუგეს 3:3 დაუზავდა, ხოლო თბილისის “დინამო” ათენში აეკ-თან 0:1 დამარცხდა.

 

ამ დღეს დაიბადნენ

1933. ჟუსტ ფონტენი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი. 1958 წლის შვედეთის მუნდიალზე გაიტანა 13 გოლი, რაც ტურნირის ისტორიაში (1930 წლიდან დღემდე) რეკორდული მაჩვენებელია. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა მაროკოს “კასაბლანკაში” (1950-53), ფრანგულ “ნიცასა” (1953-56) და “რეიმსში” (1956-62). 1956, 1958, 1960 და 1962 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 1954 და 1958 წლებში დაეუფლა საფრანგეთის თასს. 1958 და 1960 წლებში გახდა საფრანგეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს (19670, პსჟ-ს (1973-76), “ტულუზას” (1978-79), მაროკოს ნაკრებს (1979-81).

1934. რაფერ ლუის ჯონსონი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1939. ვლადიმერ უგრეხელიძე. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი. 1962 წელს “დინამოსთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. 1961 წლის ევროპის ჩემპიონი. 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968) და თასის მფლობელი (1969). მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (1963). ვლადიმერ უგრეხელიძე 2009 წლის თებერვალში გარდაიცვალა.

1943. ჯანი რივერა. 1959 წელს, 15 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა სერია A-ში (“ალესანდრიის” რიგებში). მომდევნო სეზონში 16 წლისა “მილანში” გადავიდა სარეკორდო სატრანსფერო თანხად (200 ათასი დოლარი). 1962 წელს დებიუტი ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. “სკუადრა აძურას” რიგებში რივერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს დაუპირისპირდა. 1962 წელს მოიგო სკუდეტო, 1963-ში კი, ჩემპიონთა თასი. 1968 წელს დაეუფლა თასების მფლობელთა თასს. 1968 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. რივერას იტალიის ჩემპიონობა მოგებული აქვს 10-ჯერ. 1969 წელს დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1965 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯანი რივერა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის (1962, 1966, 1970, 1974) მონაწილეა. 1970 წლის მუნდიალის ფინალისტი. “მილანის” შემადგენლობაში ჩაატარა 501 მატჩი, გაიტანა 122 გოლი.

1943. რობერტო როსატო. 1960-70-იან წლებში იტალიის ნაკრების მცველი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ტორინოში” (1960-66), “მილანში” (1966-73), “ჯენოაში” (1973-77). მილანელთა რიგებში გამოსვლისას მოიპოვა ჩემპიონთა და თსების (ორჯერ) თასები, გახდა იტალიის ჩემპიონი, დაეუფლა საკონტინენტთაშორისო და იტალიის (სამჯერ) თასებს.

1950. პრემისლ ბიჩოვსკი. 1970-80-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. 1983 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი. 1974 წელს დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1952. რიკარდო ვილია (ხულიო რიკარდო “რიკი” ვილია). არგენტინის ნაკრების, “რასინგის”, “ტოტენჰემის” (1978-83) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1981 და 1982 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.

1966. ვლადიმერ გოგოლაძე. ქართველი ტანმოვარჯიშე (სპორტული ტანვარჯიში). სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ჩათვლაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ევროპის 1985 წლის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ ჩათვლასა და ორძელზე ასპარეზობაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

1972. ნეიტ ჯოუნსი. ამერიკელი მოკრივე. 1996 წლის ოლიმპიადაზე მძიმე წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1976. ტიმ მალჰოუ. ამერიკელი მოცურავე. 200 მეტრზე ბატერფლაისა და თავისუფალი სტილით ცურვაში, 1996 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის ორი მედალი.

1979. ალექსანდრ მიხაილინი. რუსი ძიუდოისტი. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ორგზის ჩემპიონი. 

 

 

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109221
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X