"გოლდენ სტეიტის" ცენტრალური თავდამსხმელი ენდრიუ ბოგატი კვლავ ტრავმირებულია. ავსტრალიელს ზურგის ტკივილები აწუხებს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი, იგი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა საკუთარ კლუბს.
შეგახსენებთ, რომ ბოგატი "უორიორზში" 2012 წლის ზაფხულში "მილუოკი ბაქსიდან" გადავიდა და სხვადასხვა სახის ტრავმების გამო "გოლდენ სტეიტის" ღირსება ჯერჯერობით მხოლოდ 12 მატჩში დაიცვა. ენდრიუ საშუალოდ 7,1 ქულას, 6,5 მოხსნას და 2,3 შედეგიან გადაცემას აგროვებს.