ფეხბურთი

13:57 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ “იაგელონიას” ფოფხაძის შეძენა მოუწონა

ნიკა ძალამიძის აზრით, “იაგელონიამ” გიორგი ფოფხაძის შეძენით “ათიანში გაარტყა”.

“იაგელონაიმ” “ათიანში გაარტყა”, რადგან პოლონეთის ექსტრაკლასაში მისი დონის მარცხენა მცველი არ თამაშობს”, – განაცხადა ძალამიძემ, “იაგელონიაში” ცოტა ხნის წინ ჩარიცხული ფოფხაძის შესახებ.

“იაგელონიას” პრეზიდენტი ცეზარ კულეშა ფოფხაძის შეფასებისას უფრო თავშეკავებული იყო.

“გასაგებია, რომ ნიკა თანამემმულეს აქებს. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ფოფხაძე ჩვენს კლუბში”, – თქვა კულეშამ.

26 წლის ფოფხაძე “იაგელონიაში” აგვისტოს დასაწყისში ჩაირიცხა და ახალ კლუბში ერთი თამაში ჩაატარა. მას სინჯები არ გაუვლია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კლუბთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. განვლილ სეზონში ის აზერბაიჯანის ჩემპიონატში, “ბაქიში” გამოდიოდა. “იაგელონიაშივეა” ძალამიძეც, რომელიც თანაგუნდელებს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

 

0.124695