სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

9:52 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრაგიჩი ტურის საუკეთესო მოთამაშეა

მალაგას “უნიკახას” მცველი ზორან დრაგიჩი ევროლიგის ტოპ-16-ის მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. პარასკევს ესპანურმა კლუბმა შინ თურქული “ანადოლუ ეფესი” 83:75 დაამარცხა, დრაგიჩმა კი 24 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. შედეგად, სლოვენიელი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია.

ცნობისთვის, იტალიური “მილანის” ფორვარდმა კიტ ლენგფორდმა გასულ ტურში 28 ბალი მიითვალა, ბერძნული “ოლიმპიაკოსის” ფორვარდმა გიორგიოს პრინტეზისმა კი 26 ბალი მოაგროვა. საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პირეოსში დაუპირისპირდნენ და გამარჯვება აპენინელებს დარჩათ – 86:88. 

 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.105045