ფეხბურთი

11:38 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ჯეკოში 22 მილიონს იხდის

ბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი ედინ ჯეკო იანვარში, შესაძლოა, დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი გახდეს.

Dnevni Avaz-ის მტკიცებით, გერმანული კლუბი მზადაა ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, “ქალაქელების” ხელმძღვანელობა ამ გზით კლუბის სახელფასო დანახარჯის შემცირებას გეგმავს, რადგან 27 წლის ჯეკოს ყოველკვირეული ანაზღაურება 190 ათას ევროს შეადგენს.

ბოსნიელს ინგლისელებთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ 18 თვით აკავშირებს. დორტმუნდელები ფიქრობენ, რომ ჯეკოს მეშვეობით რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს იპოვნიან, რომელიც კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს და შესაძლოა, გერმანელებს უკვე იანვარში დაემშვიდობოს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჯეკომ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

 

0.139838