კალათბურთი

15:51 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ინგლესი „ლოს ანჯელეს“ კლიპერსში გადავიდა

ავსტრალიელმა კალათბურთელმა ჯო ინგლესმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ .

„კლიპერსის“ წარმომადგენლები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აკვირდებოდნენ ავსტრალიელ ფორვარდს, რომლის მონაგარი საშუალოდ მატჩში 11.4 ქულა, 3.4 პასი და 3.2 მოხსნა იყო.

ინგლესისთვის „კლიპერსი“ პირველი NBA-ს გუნდია. აქამდე ავსტრალიელი ფორვარდი „გრანადაში“,  „ბარსელონაში“ და „მაკაბიში“ თამაშობდა. გასულ სეზონში ის ებრაულ კლუბთან ერთად ევროლიგის ჩემპიონი გახდა.

ჯო ინგლესის საუკეთესო მომენტები

 

ლაშა ქოიავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118181