თამაშგარე

11:00 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯენიფერი მუნდიალზე

როგორც ერთ-ერთი ამერიკული სააგენტო იუწყება, ამერიკელი მომღერალი და სექს-სიმბოლო, ჯენიფერ ლოპესი ფეხბურთში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ლოპესმა რეპერ “პიტბულთან” და ბრაზილიელ მომღერალ კლაუდია ლეიტთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის სიმღერა ჩაწერა. რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდიუსინგთან პრობლემების გამო, ლოპესი გახნის ცერემონიას ვერ დაესწრებოდა.

ცერემონიაში, რომელიც 12 ივნისს სან პაულოში გაიმართება და 25 წუთს გაგრძელდება, 600-მდე ადამიანი იქნება ჩართული, მათ შორის ტანმოვარჯიშეები, აკორბატები და მოცეკვავეები. საჩემპიონატო სიმღერა ჯენიფერ ლოპესის, “პიტბულისა” და კლაუდია ლეიტის შესრულებით ცერემონიის დასასრულს შესრულდება.

0.172394