“მანჩესტერ სიტის”ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. ბრიტანული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკვე თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.
“ახალი კონტრაქტის შესახებ ჯერ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მოლაპარაკება დაწყებულია. ამ კლუბში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ” – ციტირებს ედინ ჯეკოს სიტყვებს “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ტვიტერი.