შესაძლოა, ლონდონის “არსენალის” ტრავმირებულმა ნახევარმცველმა აბუ დიაბიმ მიმდინარე სეზონში ვერცერთი მატჩი ჩაატაროს. Goal-ის ცნობით, საქმე ისაა, რომ ფრანგის აღდგენითი პროცესი ძალზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.
მოგეხსენებათ, გასული წლის მარტში, დიაბის მუხლქვეშა ჯვარედინი მყესები გაუწყდა და შემდგომში ტრავმა რამდენჯერმე გაუმიზეზდა. ამის გამო, თითქმის წელიწადია, ფრანგი მოედანზე არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ტრავმა აწუხებს ტეო უოლკოტსაც, რომლის დაბრუნებაც მომდევნო სეზონამდე გამორიცხულია.