“სიდნეის” იტალიელი ვარსკვლავი, ალესანდრო დელ პიერო, შესაძლოა, ავსტრალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდეს.
დელ პიერო “სიდნეიში” 2012 წლიდან თამაშობს. 39 წლის იტალიელს ავსტრალიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და როგორც ცნობილია, ის თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.
რამდენიმე დღის წინათ, ავსტრალიის ჩემპიონატის 1/4-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, “სიდნეის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ ფარინა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ავსტრალიური და იტალიური პრესის ცნობით, ფარინას შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად დელ პიეროც განიხილება.