“ნაპოლის” კარის დარაჯის, მორგან დე სანკტისის აგენტი ადასტურებს, რომ მისი კლიენტი ნეაპოლური კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.
“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დე სანკტისი, დიდი ალბათობით, “ნაპოლიდან” წავა.
“რომა”? ტრანსფერის თაობაზე გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.” – აცხადებს 36 წლის კიპერის აგენტი ფედერიკო პასტორელო.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” “სანტოსიდან” უკვე შეიძინა რაფაელი. ასევე ცნობილია, რომ იტალიელები მოლაპარაკებებს ჟულიუ სეზართან და პეპე რეინასთან აწარმოებენ.