ფეხბურთი

16:31 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი ორი კვირა იუქმებს

"რომას" ოფიციალურმა ვებგვერდმა ნახევარმცველის დანიელე დე როსის ტრავმა დაადასტურა. იტალიელ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყი აწუხებს და მკურნალობას შეუდგა.

31 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ტრავმა იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "კალიარის" წინააღმდეგ (2:0) მოგებულ მატჩში მიიღო.

იტალიური მედიის ინფორმაციით "მგლები" დე როსის ორი კვირა მოისაკლისებენ. დანიელე "პარმას" (24.09), "ვერონას" (27.09), "მანჩესტერ სიტის" (30.09) და "იუვენტუსის" (05.10) წინააღმდეგ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გიორგი ბალახაძე

0.115272