ფეხბურთი

0:46 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: “სიტი” კავანიში 63 მილიონს არ იხდის”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერის დეტალების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ “მანჩესტერ სიტი” ურუგვაელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 63 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმა არაა.

“მანჩესტერ სიტის” წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ 63 მილიონის ევროს გადახდა არ შეუძლიათ. ამისთვის, მათ ჯერ ვინმე უნდა გაყიდონ. თანხის ნაწილის სანაცვლოდ ფეხბურთელის შემოთავაზებასაც განვიხილავდი, მაგრამ თანხა და ფეხბურთელი ედინსონის ღირებულების შესაბამისი უნდა იყოს. მაგალითისთვის, ავიღოთ ჯეკო. ეს ფეხბურთელი ის აღარაა, რომელიც ადრე იყო. ის იმ ფეხბურთს აღარ აჩვენებს, რომლითაც “ვოლფსბურგში” გამოირჩეოდა. ჯეკო ძირითადი შემადგენლობის წევრიც კი არაა.

რაც შეეხება თავად კავანის, მისი პოზიოცია უცვლელია. შემოთავაზება რომ იყოს, მაგალითად, “ანჟისგან”, ის, სავარაუდოდ, უარს იტყვის. თუმცა “ბაიერნის”, “ბარსელონასა” და “რეალის” დონის გუნდებისთვის უარის თქმა ძნელია.” – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ “სიტის” გარდა, კავანის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალი”.

0.112068