რაგბი

22:46 | 29.05.2011 | ნანახია 5801 - ჯერ

დავით ქუბრიაშვილი – პირველი ქართველი “ბარბაროსი”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” პირველხაზელი, დავით ქუბრიაშვილი ოფიციალურად გახდა პირველი ქართველი, რომელმაც “ბარბაროსების” შემადგენლობაში ითამაშა.
“ბარბაროსები” უძველესი კლუბია, რომელიც წელიწადში ორჯერ, მსოფლიოს სხვადასხვა გუნდების საუკეთესო მორაგბეებისგან კომპლექტდება და ძლიერი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრებს ატარებს. ამჯერად, “ბარბაროსების” მეტოქე ინგლისის ნაკრები იყო და მათ, თვიქნემში, ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით, 38:32 იმარჯვეს.
ინგლისელებმა თავიდან 17-ქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლეს, მაგრამ მათმა დაცვამ არადამაჯერებლად ითამაშა და საკუთარი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვა. მასპინძლები 24:7-ს იგებდნენ, თუმცა, შესვენების წინ მეორე ლელო გაუშვეს და ტაიმი მხოლოდ 10 ქულით მოიგეს.
დაიწყო მე-2 ტაიმი და “ბარბაროსებმა” თექვსმეტ წუთში 2 ლელო გაიტანეს, რითაც წონასწორობა აღადგინეს, მერე კი, სულაც 31:24 დაწინაურდნენ. ინგლისმა უპირატესობა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დაიბრუნა, თუმცა, მხოლოდ ქულით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, “ბარბაროსებმა” ტრადიციას არ უღალატეს, ჯარიმა კარში მაინც არ დაარტყეს და გარჯისათვის ბოლო წუთზე გადამწყვეტი ლელოთი დასაჩუქრდნენ, რასაც ზუსტი რეალიზაცია და მათი გამარჯვება მოჰყვა - 38:32.
ამ შეხვედრაში ინგლისმა 4 ლელო გაიტანა, 3 რეალიზაცია გამოიყენა და ორჯერ ჯარიმიდან იხეირა, ხოლო “ბარბაროსებმა” 6 ლელო მიითვალეს და 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულეს.
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს.
ერთი კვირის თავზე, “ბარბაროსები” მომდევნო შეხვედრას გამართავენ და ოთხ ივნისს, უელსის გუნდს დაუპირისპირდებიან.

 

ზურა ქსოვრელი

 

Loading...

კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:23 | 01.06.2011
rugby121 (142)

http://rugby121.wordpress.com/ ნახე რაგბის თამაშები!

00:19 | 01.06.2011
bekamilan (194)

Tottenham.Hotspur ევროპაში უფრო ძლიერი სხვა გუნდი არაა და იმიტო!

23:04 | 31.05.2011
tottenham.hotspur (722)

giorgi88 მოიცა საქართველო რატო უნდა შეუშვან და რამე სხვა უფრო ძლიერი გუნდი არა 6 ერში. ვინმემ მაგის პრინციპი ამიხსენით რა

12:53 | 31.05.2011
giorealist (2081)

ყოჩაღ ძმაო!!

23:39 | 30.05.2011
სოხუმი (589)

http://georugby.blog.com

18:18 | 30.05.2011
giogoga (58)

რასინგი-მონპელიეს თამაშის ჩანაწერს სად შეიძლება ვუყურო?

15:47 | 30.05.2011
giorgi88 (1100)

aleqsandre133 არგენტინა მხოლოდ მომავალი წლიდან ცაებმება 3 ერში, ანუ 5 წლის მერე,რაც მსოფლიოზე მესამე ადგილზე გავიდა. კაი ვთქვათ გავედით მეოთხედფინალში, და შეგვიყვანეს 6 ერში. ბილეთის ფასი აიწევს და ეღირება მინიმუმ 50 ლარი. რა გგონია რამდენი კაცი მივა თამაშზე?????????? ეგ 6 ერი კერძო ტურნირია. სულ არ აინტერესებს იმას შენი ფინანსური გასაჭირი და რაგბის სიყვარული, ფული გაქ, იტამაშებ. ცალკე საკითხავია ტრანსლირების უფლება, რომელიც 3 ჯერ ძვირი რირს, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში

14:36 | 30.05.2011
jayo (33)

2011 RU International England v Barbarians Full Game pt.1 http://www.youtube.com/watch?v=KQGDJjgzzPY

13:09 | 30.05.2011
doubleza (2599)

ასკაც ჩამოიყვანონ.

06:00 | 30.05.2011
giorgi88 (1100)

aleqsandre133 არაფერსაც არ გადააკეთებენ, თუ კარგად გამოვედით მინიმუმ 1 ბობოლას შეგვახვედრებენ ტესტებში ყოველ წელს.

01:04 | 30.05.2011
panula_ (112)

ჩვენ ხო ვეთამაშეთ, ერთი ზანგი დამამახსოვრსდა....მაგარი როჟა იყო

01:01 | 30.05.2011
panula_ (112)

საღოლ, მაგრად გამისწორდა

00:21 | 30.05.2011
sisva (1244)

ვაა კაი სიახლეა... წარმატებები...

23:13 | 29.05.2011
goalkeeper (725)

ადრე წავიკითხე ბარბაროსებზე , მაგარ რაღაცაში მოხვედრილა

23:08 | 29.05.2011
nugi (742)

წარმატებები. !!!!!!!!!!!!!!!!!!

23:07 | 29.05.2011
qomagi (699)

გილოცავ დავით, წარმატებები და წარმატებები!!! იმედია მალე მოვა ის დრო, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშისას რომ დაამარცხებ ინგლისის ნაკრებს, სავარაუდოდ 2015 წელს ინგლისში )))))))

23:05 | 29.05.2011
tokahaka (137)

საღოლ ქუბრი! კარგად ითამაშა ამ ბიჭმა, ეკუთვნის აშკარად მსოფლიოზე გამგზავრება.

23:00 | 29.05.2011
davitia (10156)

კარგია 1 ხაზი მართლაც რომ ძლიერია

22:59 | 29.05.2011
GrdzeloGT98 (573)

ვულოცავ დათოს!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.103074