საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი 2013 წლის სეზონს 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერად ჩაამთავრებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა და მასში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ქართველი სპორტსმენი კონკურენტებს გვარიანი უპირატესობით უსწრებს.
ახალ რეიტინგში სპორტსმენებს ახლახან ჩატარებული ტოკიოს დიდი სლემის ქულები დაერიცხათ. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გამოცდილ ძიუდოისტთაგან ტატამზე ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) გაიყვანა და ორივემ ბრინჯაოს მედალი და 200 ქულა გამოიმუშავა.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ამჟამად უახლოეს მდევართან, ფრანგ ლუის პიეტრისთან 400-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. მესამეადგილოსან ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს კი სულაც 694 ქულით უსწრებს. 81 კილოგრამში საუკეთესო ათეულში ლევან წიკლაურიცაა, რომელსაც ტრავმის გამო უკვე რამდენიმე თვეა, ტურნირზე არ უჭიდავია და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე გაუცდება.
ვარლამ ლიპარტელიანი 90 კილოგრამში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერს, კუბელ ეშლი გონზალესს მხოლოდ 68 ქულით ჩამორჩება. ასევე მეორეა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი. მის ანგარიშზე 1896 ქულაა. წონის ლიდერს, იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოს კი 3030 ქულა აქვს.
თავიანთ წონებში საუკეთესო ათეულში არიან ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ. მე-3 ადგილი) და ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ. მე-6 ადგილი). 73 კილოგრამში ზებედა რეხვიაშვილი მე-12 საფეხურზეა. ყველაზე უიმედო მდგომარეობა კი კვლავ 100 კილოგრამშია, სადაც ქართველთაგან ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ლევან ჟორჟოლიანს აქვს. იგი 35-ე ადგილზეა.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ყველა ქართველის პირად რეიტინგს გთავაზობთ.
60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 3030
2 ამირან პაპინაშვილი 1896
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1882
4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1460
5 ვინ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1430
30 ბეთქილ შუკვანი 422
70 პაატა მერებაშვილი 158
121 გიორგი მესაბლიშვილი 60
121 ლუხუმ ჩხვიმიანი 60
163 ვაჟა მარგველაშვილი 26
247 გიორგი ბროლაშვილი 2
247 ლერი ჭელიძე 2
66 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ) 1830
2 დავიდ ლაროში (საფრანგეთი) 1452
3 მასაში ებინუმა (იაპონია) 1400
4 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია) 1348
5 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) 1340
6 ლაშა შავდათუაშვილი 1042
33 შალვა ქარდავა 402
41 ტრისტან ფეიქრიშვილი 302
104 თორნიკე თათარაშვილი 82
155 სანდრო იაკობაშვილი 38
157 ვაჟა მარგველაშვილი 36
220 ვანიკო თოთლაძე 12
242 დავით ასუმბანი 8
284 გიორგი ქალდანი 2
73 კგ
1 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლ) 2030
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) 1698
3 შოჰეი ონო (იაპონია) 1384
4 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლ) 1374
5 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1344
12 ზებედა რეხვიაშვილი 854
22 ნუგზარ ტატალაშვილი 622
150 არსენ მაჭარაშვილი 48
160 ამბაკო ავალიანი 44
165 ზურაბ ნოზაძე 38
182 თენგიზ პაპოშვილი 30
225 გიორგი პაპუნაშვილი 14
310 ფრიდონ გიგანი 2
81 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი 2192
2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი) 1792
3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1498
4 სერგიუ ტომა (არაბ. გაერთ. საემირ) 1386
5 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) 1160
8 ლევან წიკლაური (რუსეთი) 1022
125 უშანგი მარგიანი 60
125 ბექა ღვინიაშვილი 60
156 ლაშა ზურაბიანი 42
196 პაატა ღვინიაშვილი 20
213 იასონ ჩილინდრიშვილი 14
264 დავით კარბელაშვილი 6
90 კგ
1 ეშლი გონზალესი (კუბა) 2554
2 ვარლამ ლიპარტელიანი 2486
3 კირილ დენისოვი (რუსეთი) 1796
4 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1682
5 გრიგორი სულემინი (რუსეთი) 1126
20 ზვიად გოგოჭური 512
148 ლაშა ტაველური 40
156 ბექა ღვინიაშვილი 34
162 ზურაბ ზვიადაური 32
226 ლაშა გურული 6
100 კგ
1 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 2376
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2018
3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1730
4 სირილ მარე (საფრანგეთი) 1376
5 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი) 1234
35 ლევან ჟორჟოლიანი 362
57 ირაკლი ცირეკიძე 176
61 დავით ლორიაშვილი 158
76 ალექსანდრე მსხალაძე 108
91 ნოდარ მეტრეველი 82
106 ლაშა გურული 62
110 ბექა ბერძენიშვილი 60
110 ვარლამ ლიპარტელიანი 60
160 ირაკლი ქობლიანიძე 20
174 გიორგი ნოზაძე 16
211 გურამ თუშიშვილი 2
+100 კგ
1 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 2430
2 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2300
3 ადამ ოქრუაშვილი 1742
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1566
5 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი) 1350
31 ლევან მატიაშვილი 346
62 ნოდარ მეტრეველი 160
78 გიორგი ზაქარიაძე 102
84 ზვიად ხანჯალიაშვილი 98
91 ონისე ბუღაძე 78
163 ლაშა გუჯეჯიანი 8
174 როსტომ ხახალეიშვილი 2