ჩოგბურთი

9:49 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობისთვის და მესამე ადგილისთვის

დღეს მონტე კარლოში “მასტერზ1000”-ის ტურნირის (საპრიზო ფონდი 3452415 ევრო) ფინალში ერთმანეთს შვეიცარიელები სტანისლას ვავრინკა და როჯერ ფედერერი შეხვდებიან. ავსტრალიის ღია პირველობის 2014 წლის ჩემპიონი ვავრინკა ამ ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პირველად ითამაშებს, სადიდსლემო შეჯიბრებების 17-გზის გამარჯვებული ფედერერი კი გრიმალდების საგრაფოს საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მეოთხედ გავიდა. წინა 3 მცდელობა როჯერისთვის წარუმატებელი გამოდგა – სამივეჯერ რაფა ნადალთან დამარცხდა.

მონტე კარლოში პირველად გაჩემპიონების გარდა, ფედერერს მსოფლიო რეიტინგში მესამე საფეხურამდე დაწინაურების შანსიც აქვს. თუკი გადამწყვეტ მატჩში როჯერმა სტანისლასის დამარცხება მოახერხა, კლასიფიკაციაში ერთი ადგილით დაწინაურდება, ვავრინკას კი მეოთხე პოზიციამდე დააქვეითებს.

0.116261