ფეხბურთი

12:53 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ილმაზით დაინტერესდა

თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, “გალათასარაის” ფორვარდი ბურაკ ილმაზი “ჩელსის” ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ინტერესის სფეროში მოექცა.

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონელები ამ ტრანსფერის მოსაგვარებლად უკვე ამუშავდნენ და სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზევე შეეცდებიან სტამბოლელებთან მოლაპარაკების მიღწევას. ბოლო ინფორმაციით, “გალათასარაი” ილმაზს 20 მილიონ ევროდ აფასებს. თავად ფეხბურთელმა კი ახლახან განაცხადა, რომ სტამბოლის კლუბში თავს ბრწყინვალედ გრძნობს და არსად გადასვლა არ სურს.

 

0.138016