ფეხბურთი

17:08 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” და “ბაიერი” შიურლეზე შეთანხმდნენ

ლონდონის “ჩელსიმ” და ლევერკუზენის “ბაიერმა”, პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის ანდრე შიურლეს ტრანსფერის თაობაზე. ამის შესახებ, გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.

უახლოეს ხანში, ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ხსენებული გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

შიურლე ლევერკუზენის კლუბში 2011 წლიდან თამაშობდა. “ბაიერში” ჩატარებულ 83 მატჩში მან 23 გოლი გაიტანა.


თეგებიშიურლე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115755