ფეხბურთი

19:47 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი თითს გერმანიისა და საფრანგეთისკენ იშვერს

 

FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებსაც მართებს.

“ეს ორი სახელმწიფო ხმის მიცემის პროცედურაზე გავლენას ახდენდა. ვფიქობ, ამ ქვეყნების ხელისუფლებებს თავისი პოზიციის დაფიქსირება მართებთ.

მთელი პასუხისმგებლობის FIFA-სთვის გადაბარება ადვილია, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობის მხოლოდ ნაწილი უნდა ავიღოთ.” – ციტირებს ბლატერის სიტყვებს Reuters-ი.

ბლატერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უფლებები ირღვეოდა.

0.113849