ფეხბურთი

21:27 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი რონალდუს დასცინის, “რეალი” ბოდიშის მოხდას ითხოვს

მსოფლიო ფეხბურთის პირველი პირი ზეპ ბლატერი, ერთ-ერთ შეხვედრაზე, FIFA-ს “ოქროს ბურთთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხობს, რომ მისი ფავორიტი ლიონელ მესია. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მას ბლატერი მეთაურად მოიხსენიებს და პორტუგალიელს, შეიძლება ითქვას, დასცინის.

“ლიონელ მესი კარგი ბიჭია. მისნაირ შვილს ყველა მშობელი ისურვებდა. ის ძალიან სწრაფია, კარგად თამაშობს. მისი პოპულარობა კარგმა ადამიანობამ განაპირობა. მესი ბევრ ხმას სწორედ ამის წყალობით იღებს.

რაც შეეხება რონალდუს, ის მეთაურია. მოედანზე ასეთი ფეხბურთელების ყოფნაც კარგია. ეს ფეხბურთს სიცოცხლეს მატებს. ზოგიერთი ფეხბურთელი თმის მოვლას დიდ თანხებს ახმარს, ვიდრე სხვები, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

არ ვიცი, ვინ იქნება საუკეთესო. ამას იანვარში გავიგებთ. ორივე მომწონს, მაგრამ მესი მირჩევნია.” – აცხადებს ბლატერი, რომელიც რონალდუზე საუბრის დროს, ცდილობდა პორტუგალიელისთვის მიებაძა.

მომხდარს მალევე გამოეხმაურა “რეალი”. ცნობილი გახდა, რომ მადრიდელებმა FIFA-ში წერილი გაგზავნეს. ისინი ბლატერის სიტყვების უკან წაღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამ მოთხოვნას ეთანხმება გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც.

 

0.115795