საიტის სრული ვერსია

2:56 | 6.05.2013 | ნანახია 5431-ჯერ

„ბარსას“ მხსნელად მესი მოევლინა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34–ე ტურის მატჩში, კატალონიის „ბარსელონამ“ თავისი ქომაგები გვარიანად ანერვიულა, მაგრამ 3 ქულა მაინც მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულისაკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. დღევანდელ გამარჯვებაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელიც ამჯერადაც მე–2 ტაიმში ჩაერთო თამაშში და დუბლით გამოირჩა.

„კამპ ნოუს“ „ბეტისი“ ეწვია და მე–2 წუთზევე დაწინაურდა – მცველების არადამაჯერებელი მოქმედების წყალობით, დორლან პაბონი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ანდალუსიელები წინ გაიყვანა. კატალონილები მალევე მოეგნენ გონდს და ალექსის სანჩესის თავურით ანგარიშიც გაათანაბრეს – 1:1.

ბევრს ეგონა, რომ „ბარსელონა“ მატჩის სადავეებს ხელთ იგებდა და იოლადაც იმარჯვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა, კატალონიელებმა პირველ ტაიმში მეტჯერ ვეღარ აიღეს სტუმართა კარი. საპასუხოდ, მატჩის მიწურულს, „ბეტისელმა“ რუბენ პერესმა შორი მანძილიდან დაჰკრა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა, რისი წყალობითაც სტუმრები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ.

56–ე წუთზე, დავიდ ვილიამ თავური დარტყმით კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში და მოედანზე ადგილი ლიონელ მესის დაუთმო. არგენტინელმა შესვლიდან სულ რაღაც 5 წუთში მოახერხა თავის გამოჩენა ლამაზი საჯარიმო დარტყმით და „ბარსაც“ წინ გავიდა. ბოლო გოლი კი ნამდვილად ულამაზესი გამოვიდა – მესიმ, სანჩესმა და ინიესტამ ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც არგენტინელმა დააგვირგვინა გოლით – 4:2.

„სევილიამ“ „ესპანიოლი“ მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა. ანდალუსიელები ხოან კაპდევილიას ავტოგოლით დაწინაურდნენ, რამდენიმე წუთში კი, კოკემ დაუფასა ხესუს ნავასს გადაცემა და ტაბლოზე 2:0 „აანთო“. მატჩში ყოველგვარი ინტრიგა 23–ე წუთისთვის მოისპო, როდესაც ალვარო ნეგრედომ მეკარის წარუმატებელი გამოსვლით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში მოათავსა – 3:0. ამის შემდეგ, ანგარიში აღარ შეცვლილა და 3 ქულაც „სევილიას“ დარჩა.

ანალოგიური ანგარიშით მოიგო „სარაგოსამაც“, რომელმაც „რაიო ვალიეკანოს“ უმასპინძლა. რაც შეეხება „მალიორკასა“ და „ლევანტეს“ მატჩს, გუნდებმა ერთმანეთის კარი თითოჯერ აიღეს და ქულები გაიყვეს.

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 79000

ბარსელონა – ბეტისი 4:2 (1:1)

ბარსელონა: პინტო, ალვესი, ადრიანო, პიკე, ალბა, ინიესტა, ჩავი, სონგი (ბუსკეტსი 87), ვილია (მესი 57), სანჩესი (ტიაგო 79).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

ბეტისი: ადრიანი, ჩიკა, მარიო, ამაია, მარტინესი, სევილია (ვადილიო 60), იგებორი (კემპბელი 69), პერესი, კასტრო, მოლინა (ბენიატი 46), პაბონი.

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 0:1 პაბონი (2), 1:1 სანჩესი (9), 1:2 პერესი (43), 2:2 ვილია (56), 3:2 მესი (60), 4:2 მესი (71)

გაფრთხილებები: ადრიანო (45) – პერესი (54)

არში დარტყმა: 16 (13) – 5 (4) ჯარიმა: 12 - 10 კუთხური: 7 - 0 თამაშგარე: 4 - 5 ბურთის ფლობა: 70% - 30%

 

პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“. 19000

მალიორკა – ლევანტე 1:1 (0:0)

მალიორკა: ავატი, ჟერომელი, ჰატონი, კონსეისანი, კევინი, მარტი, პინა, ნსუე (ალფარო 53), დოს სანტოსი, კასადესუსი (არისმენდი 64, მარკესი 69), ჰემედი.

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

ლევანტე: ნავასი, ხუანფრანი (კარაბელასი 75), ნავარო, ვინტრა, ლოპესი, იბორა, დიოპი, ვალდო, ბარკერო (მიჩელი 29), რიოსი, აკვაფრესკა (მარტი 77).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლები: 1:0 ჰემედი (7), 1:1 აკვაფრესკა (42)

გაფრთხილებები: იბორა (3), ლოპესი (45), ნავარო (80)

არში დარტყმა: 16 (8) – 2 (1) ჯარიმა: 17 - 14 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 68% - 32%

 

სარაგოსა. „ლა რომარედა“. 28000

სარაგოსა – რაიო 3:0 (1:0)

სარაგოსა: ხიმენესი, საპუნარუ, ლოვენსი, გონსალესი, მინერო, პინტერი (რომარიკი 86), აპონიო, მონტანიესი, როდრიგესი (როჩინა 61), როდრი (მოვილია 72), პოშტიგა.

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

რაიო: რუბენი, არბილია, ამატი, ფიგერასი, კასადო (გონსალესი 52), ფუეგო, ტრასორასი (პერეა 56), ვასკესი (ტამუდო 67), კარლოსი, დომინგესი, პიტი.

მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 აპონიო (26პ.), 2:0 როდრი (50), 3:0 აპონიო (90)

გაფრთხილებები: პინტერი (57), როჩინა (68), საპუნარუ (73), მოვილია (85) – ფიგერასი (25), გონსალესი (56)

არში დარტყმა: 13 (7) – 7 (4) ჯარიმა: 9 - 13 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 51% - 49%

 

სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 35000

სევილია – ესპანიოლი 3:0 (3:0)

სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კოკე (სისინიო 81), მორენო, ნავასი, რაკიტიჩი, მედელი, პეროტი (სტევანოვიჩი 63), კონდოგბია (მადურო 49), ნეგრედო.

მწვრთნელი: უნაი ემერი

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, კაპდევილია, ფორლინი, ვერდუ (ტეხერა 87), სანჩესი (ბაენა 61), ვაკასო (ალვარესი 81), ლოპესი, გარსია, სტუანი.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლები: 1:0 კაპდევილია (12ს.კ), 2:0 კოკე (19), 3:0 ნეგრედო (23)

გაფრთხილებები: ნეგრედო (16) – ლოპესი (45), ვაკასო (72)

კარში დარტყმა: 11 (5) – 6 (5) ჯარიმა: 11 - 11 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 68% - 32% 

ირაკლი ჯაფარიძე
სარეკლამო ადგილი - 35
620 x 300

კომენტარები (30)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

13:30 | 08.05.2013
distefano (198)

stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2692114')>0?'http://trophymanager.com/?c=2692114':'http://trophymanager.com/?c=2692114')) საუკეთესო საფეხბურთო ონლაინ მენეჯერი , შექმენი შენი გუნდი, გააკეთე ტრანსფერები და დაიპყარი მთელი მსოფლიო

02:11 | 07.05.2013
jorjone444 (2502)

14 თასი 4 წელიწადში კიდევ დიდი დრო გავა და ამ დონის გუნდს ვერავინ ვერ შექმნის.ეს იყო განსაკუთრებული ფეხბურთელების უნიკალურ მწვრთნელთან და დროსთან შერწყმა, ამიტომაც დაიდო ასეთი შედეგი.დიდად ეჭვი მეპარება რომ გვარდიოლამ ბავარიასთან რაიმე მსგავსი მოახერხოს.მინიმუმ მესი უნდა გყვადეს გუნდში რომ ამ სიმაღლებისკენ ისევ გაიწიოს გვარდიოლა თუმცა ვნახოთ გამორიცხული არაფერია

02:00 | 07.05.2013
jorjone444 (2502)

ბავარიის შემდეგ ბევრი ამბობს რომ არანაირი ერა არ ყოფილა ბარსელონასიაო:
La Liga (3): 2008–09, 2009–10, 2010–11
Copa del Rey (2): 2008–09, 2011–12
Supercopa de España (3): 2009, 2010, 2011
UEFA Champions League (2): 2008–09, 2010–11
UEFA Super Cup (2): 2009, 2011
FIFA Club World Cup (2): 2009, 2011

4 წელიწადში ამდენი თასი არ კმარა იმისთვის რომ ასე ურცხვად ეს არ თქვა კაცმა???

03:33 | 07.05.2013
zizuis-1 (242)

მესი კი არა ხავი და ინიესტა, თან შედარებით ახალგაზრდა. მესი მათ გარეშე რასაც თამაშობს აგერ არგენტინის ნაკრებშიც ვხედავთ.

02:15 | 07.05.2013
@FCBarcelona (759)

ვინ კადრულობს მაგას, ეგეთებიც არსებობენ? ))) ბარსას ერა გრძელდება და კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, ბავარიასთან მარცხი ბევრს არაფერს ნიშნავს,, ყველაფერი აწი იწყება, მთავარი გამარჯვებები წინ ელის ბარსას ))

01:29 | 07.05.2013
a.reversi (9540)

მესი საღოლ მაგრამ ახლა ვნახე მიმოხილვა და ინიესტას ის ერთი პასი მირჩევნია მთელს ტურს

22:36 | 06.05.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

barsa leos gareshe ari 0 tqven ixumret da leo ro daimtvres erti 9 tve barsa primeradan gavarddeba )

23:39 | 06.05.2013
@FCBarcelona (759)

მაგას ვნახავთ მომავალ წელს )))

19:11 | 06.05.2013
a.senna-guardiola (5607)

ჩემთვის სამწუხაროდ მთელი ბარსა მესიზეა დამიკუდებული და არა პირიქით,მე როგორც ბარსას ბალეშიკს მირჩევნია მესი იყოს გუნდზე დამოკიდებული მარა ფაქტი ჯიუტია.

უკვე მერამდენედ მესისთან ერთად ინიესტაც ინიესტაა,ხავიც ხავია და ალვეშიც ალვეში. მესის გარეშე ეს ფეხბურთელები უბრალოდ კარგი ფეხბურთელები არიან და არა ინიესტა,ხავი და ალვეში

ეხლა იტყვით აბა ნაკრებში როგორ დაფრინავენო,როგორ დაფრინავენ და სანაკრებო დონე კატასტროფულად ჩამორჩება საკლუბო დონეს. ესპანეთის ნაკრების გარდა ყველას აქვს უდიდესი შავი ხვრელი რომელიღაც პოზიციაზე,რაც საკლუბო დონეზე გამორიცხულია. არის შავი ხვრელი გუნდში? არ არი პრობლემა რამოდენიმე მილიონი გამოასწორებს მაგ ამბავს,არი შავი ხვრელი ნაკრებში? ჩემ ფეხებს გამოასწორებენ სანამ ვინმე არ გაიზრდება. მოკლედ ფურია როხას ძაან გაუმართლა ჯერ ტავის თაობაში და მერე სხვა ნაკრებების ცუდ თაობებში.

16:12 | 06.05.2013
Z U R A (18341)

ბეტისების და ოსასუნების რისხვა))) გამოსულიყო და ბაიერნთან გაეტანა თუ რამის ტ.... ჰქონდა?

18:34 | 06.05.2013
მესი (2168)

შენ ხარ მაგარი კ.ვ.ე.რ.ც.ხ.ი რა
თუ მართლა იცი ფეხბურთი მიხვდებოდი რომ არ შეეძლო გამოსულიყო ტრავმის გამო....
ახლაც არ აქვს ჯერ კარგად მოშუშებული ფეხი......

17:24 | 06.05.2013
M.U 2013 are awesome!!! (2951)

შენ უეჭველი რეალის გულშემატკივარი ხარ მაგრამ არა ფეხბურთის ) ბაიერნთან პირევლში ცალფეხამ ითამაშა და მეორეში საერთოდ არ უთამაშია ისე ცნობისთვის ბეტისები და ოსასუნები არ არიან ლიგაზე სადაც 25 წლის ასაკში მეორეზეა ბომბარდირებში და მალე მიგიყოლებთ რეალის უდიდესლ ლეგენდას ზედ ))

14:06 | 06.05.2013
queen b (152)

ეს არანორმალურიი რა
0?'>http://d3j5vwomefv46c.cloudfront.net/photos/large/766760408.gif?1367785941':'>http://d3j5vwomefv46c.cloudfront.net/photos/large/766760408.gif?1367785941'))
ეს ლინკი ნახეთ რა რატომაც უყვარს ხალხს ბარსა

13:02 | 06.05.2013
a.reversi (9540)

stripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/espanethi/49167-pepe-zhoze-mourinios-ganckhadebebi-araadekvaturia-video.html')>0?'http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/espanethi/49167-pepe-zhoze-mourinios-ganckhadebebi-araadekvaturia-video.html':'http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhouri-fekhburthi/espanethi/49167-pepe-zhoze-mourinios-ganckhadebebi-araadekvaturia-video.html'))

11:59 | 06.05.2013
kasper77 (255)

ერთი რანე მაინტერესებს, პრემიერლიგაზე უკვე არაფერს წერენ? თამაშები იყო, მანჩ-ჩელსი იყო და თითქოს არაფერი, ვეძებ და ვერ ვპოულობ, იქნებ გამომრჩა

12:44 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მაგარი ადმინები და ჟურნალისტები გვყავს ვერაფერს იტყვი...

11:34 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მესი 50 გაიტანს!!! DD

18:35 | 06.05.2013
მესი (2168)

მეტსაც......

11:25 | 06.05.2013
Torres9 (12692)

ბარსელონამ 4ივე თამაში უნდა მოიგოს რომ რეალის რეკორდი გაიმეოროს,იმედია ატლეტიკო დააკარგვინებს ქულებს...მეორე რეკორდი გატანილი ბურთების რაოდენობა ალბათ ისევ რეალს დარჩება,121 გოლამდე ბარსას 16 გოლი აკლია და 4 ტურში არა მგონია მაგდენი შეაგდოს

18:36 | 06.05.2013
მესი (2168)

მარტო მესი შეაგდებს 16-ს

22:38 | 06.05.2013
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

მეტი არც ყავს გამტანი

11:34 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ვაი და გაიმეოროს... DD

11:19 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მესი 50 გაიმეორე რა ან გადააცილე!

18:36 | 06.05.2013
მესი (2168)

იმედია გადააცილებს

11:03 | 06.05.2013
@FCBarcelona (759)

რეალის ლეგენდამ, 86 წლის ალფრედო დი სტეფანომ 50 წლით უმცროსი, 36 წლის ცოლი შეირთო. გილოცავთ მადრიდისტებო, მალე ვაჟიანობაც მოგველოცოს! )))

11:18 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

კაი ტოოოო....... DD მართალია?

12:03 | 06.05.2013
@FCBarcelona (759)

კი, ნაღდია.

10:55 | 06.05.2013
Deulofeu (13279)

კაი ერთი ადმინ, რამე ახალი გვითხარი შენ:დ

18:36 | 06.05.2013
მესი (2168)

10:48 | 06.05.2013
ბაჭია (922)

რაც შეეხება ნეიმარს შანსი არა აქვს მესის ან კრიშტიანუ რონალდუს დონეზე ითამაშოს ...

18:37 | 06.05.2013
მესი (2168)

მესის დონეზე თუ ვერ ითამაშებს ბარსას დაეხმარება უეჭველი....ეს არის მთავარი

10:47 | 06.05.2013
ბაჭია (922)

ბოლო წლები გავრცელებული მოსაზრება იყო და მგონი ჯერ კიდევ არის, რომ მესი ხავი-ინიესტას გარეშე ვერ თამაშობს.. უკვე მტკიცდება მერამდენედ რომ პირიქითაა და საერთოდ ბარსელონა მესით და მესის გაერშე ორი სხვადასხვა გუნდია .. აბა არგენტინის ნაკრებში რატომ ვერ თამაშობსო .. რას ვერ თამაშობს ტოო .. ჯერ მარტო ბრაზილიასთან მარტო მოგებული თამაშები რად ღირს ... რაც შეეხება 2010 წლის მუნდიალს იქ ავადმყოფმა მარადონამ შეგნებულად ჩააგდო ნაკრების გამოსვლა .. ჯერ შემადგენლობის შერჩევისას (2010 წელს ინტერიდან ძანეტის და კამბიასოს რომ არ წაიყვან და იტყვი არ იმსახურებენო, შეგნებულად აკეტებ ამას და ნაძირალა ხარ) მერე ტაქტიკის არჩევისას .. გაურკვეველ პოზიციაზე რომ დააყენა მესი ...

10:44 | 06.05.2013
@FCBarcelona (759)

ბარსას შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ათი კაცით უთამაშიათ თურმე ))) მესი არაამქვეყნიური ხარ! მერამდენედ?

10:40 | 06.05.2013
Geo Sport (3709)

ერთი თამაშიც და ოფიციალური ჩემპიონები ვართ, კი მინდა 4-ვე მოიგონ რომ 100 ქულას დააგროვებენ მაგრამ ეჭვი მეპარება

10:33 | 06.05.2013
GreeNsTreet (6426)

პრემიერლლიგა დავკიდეთ?

10:33 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ფენომენი ხარ ლეო! ეგეც 46 გოლი!!!!!!!!!!!!!!

10:33 | 06.05.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მესიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

09:35 | 06.05.2013
a.reversi (9540)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

09:08 | 06.05.2013
mgalo (2447)

აუ მეორე ჯარიმა ძელს რო გაარტყა ივე გავათავე
ბარსელონას პრობლემა ისაა რო მესის გარეშე ვერ იგებენ თამაშს. გუნდს მეორე ლიდერი სჭირდება ნეიმარის სახით.

18:38 | 06.05.2013
მესი (2168)

იმედია იყიდიან

08:46 | 06.05.2013
man-ika (4159)

ბრაზიალია რა დავის გარეშე თAმასობენნნნნნDDDDDD

08:09 | 06.05.2013
chelseafun (717)

მესი კიარა პრემიერლიგის თამაშებზე დადეთ თქვე ჭუჭუ კვერცხებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

07:41 | 06.05.2013
ირაკლი1986 (2288)

როსელი შჰენი ყველაფერი მო................ან იყიდე მცველი.....
მესი მართლა რადროს მიიღო ტრამვა,

07:29 | 06.05.2013
mgalo (2447)

ისე მართლა რა მაგარია ეს შობელ ბუნდღა

18:38 | 06.05.2013
მესი (2168)

:დ

04:51 | 06.05.2013
M.U 2013 are awesome!!! (2951)

ეეეხ რა უდროო დროს დაიტრავმა რა ეს ოჯახდაქცეული ანჩელოტი შენი ოჯახი მოვინახულე მე!!!!!!!!!!!!

04:15 | 06.05.2013
mushni (95336)

რწყილი აღსდგა.......ნოუ-კამპზე