კალათბურთი

22:23 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაქრაძე მომავალ სეზონშიც ფინეთში ითამაშებს

ქართველი კალათბურთელი გივი ბაქრაძე მომავალ სეზონშიც ფინური “ლაპუან კორიკობრატის” ღირსებას დაიცავს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გივიმ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელა.

გასულ სეზონში ქართველი ფლეიმეიქერის საშუალო მონაგარი 3.9 ქულა, 1.6 მოხსნა და 1.6 პასი იყო. მან საუკეთესო მატჩი “კორიჰაიტთან” ჩაატარა, როდესაც 24 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ბაქრაძემ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მოიგო.

“გუნდის მთავარ მწვრთნელ ნენად სტეფანოვიჩს, რომელმაც 18 წლის ასაკში მიმიწვია კარგად ვიცნობ და მანაც ჩემი შესაძლებლობები იცის. ბევრს ვვარჯიშობ და დარწმუნებული ვარ, ახალი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება”, - განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც 1991 წელს გახლავთ დაბადებული, “კორიკობრატში” კი ძველებურად 4 ნომრით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112664