“რომას” 32 წლის მარცხენა მცველი ფედერიკო ბალცარეტი, ხვალ, კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ამ ინფორმაციას Roma News-ის ავრცელებს.
ბოლო დროს, ბალცარეტის ტრავმა აწუხებს. 2013 წლის შემოდგომიდან მოყოლებული მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელის მკურნალობას კიდევ 2 თვე ჭირდება.
როგორც ჩანს, ქრონიკულმა ტრავმამ ბალცარეტის ფეხბურთისთვის თავის დანებება გადააწყვეტინა.