ფეხბურთი

15:39 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე დერდიოკს უახლოვდება

თურქული “ქასიმფაშა”, რომლის მთავარი მწვრთნელიც შოთა არველაძეა, “ჰოფენჰაიმის” ფორვარდ ერენ დერდიოკს უმიზნებს. “ბილდის” ცნობით, 25 წლის შვეიცარიელი ქართველი სპეციალისტის გუნდში გადასვლასთან ერთად ნაბიჯშია.

ბუნდესლიგის გასული სეზონი დერდიოკმა იჯარის წესით “ლევერკუზენში” გაატარა, ივნისიდან კი, კვლავ ზინსჰაიმში მოუწევს დაბრუნება. რამდენადაც ცნობილია, “ჰოფენჰაიმის” გეგმებში შვეიცარიელი არ შედის და ტრანსფერი ძალზე რეალურია.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის გასულ სეზონში, დერდიოკმა 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116498