მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში გარეთ ბეილის შესაძენად გადახდილი თანხით გაღიზიანებულ კრიტიკოსებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, “სამეფო კლუბმა” უელსელი ნახევარმცველი დაახლოებით 100 მილიონ ევროდ შეიძინა.
“ლამის მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, რომ ბეილის ტრანსფერის სანაცვლოდ “რეალმა” არანორმალური თანხა გაიღო. იმას კი არავინ ამბობს, რომ სწორედ სატრანსფერო ბაზრიდან შემოსავალმა 120 მილიონი ევრო შეადგინა” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.