ფეხბურთი

13:25 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალდერვეირელდი “ბაიერმა” თითქმის გაინაღდა

 

ამსტერდამის “აიაქსისა” და ბელგიის ნაკრების 24 წლის მარჯვენა მცველი ტობი ალდერვეირელდი ლევერკუზენის “ბაიერს” უახლოვდება. ჰოლანდიური პრესის ცნობით, მხარეები უკვე სატრანსფერო დეტალებზე თანხმდებიან და სავარაუდოდ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

ალდერვეირელდისადმი ინტერესს ბოლო დროს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა გამოხატავდა, მაგრამ ტრანსფერამდე საქმე ვერც ერთმა მიიყვანა. “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა კი ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულს გუნდს ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა.

 

0.114829