სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:40 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო გალიანი: “ბერლუსკონი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი პრეზიდენტი იქნება”

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მუშაობის გაგრძელებას პარიზულ გრანდ პსჟ-ში გეგმავს.

მიუხედავად ამისა, Football Italia-ს ცნობით, გალიანის კლუბის პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთან მაინც მოუწევს შეხვედრა. ყველაფერი სწორედ ბერლუსკონის გოგოს, ბარბარას გამონათქვამებიდან დაიწყო, რომელმაც გუნდის წარუმატებლობაში სწორედ გალიანის დასდო ბრალი და ამის შემდეგ გაჩნდა ხმები მისი პარიზულ კლუბში გადასვლის შესახებ.

“სილვიო ბერლუსკონი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი პრეზიდენტი იქნება. პსჟ-ში, ან თუნდაც სხვა რომელიმე ევროპულ კლუბში ჩემი გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ფეხბურთში საერთოდ დავრჩი, მაშინ მხოლოდ “მილანში” ვიმუშავებ. მე და ბერლუსკონი აგერ უკვე 34 წელია ვთანამშრომლობთ” - განაცხადა გალიანიმ.

მიუხედავად ამისა, Sky Sport Italia ირწმუნება, გალიანი პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამ ვარაუდის დასტურად ჟურნალისტს თავად გალიანის სიტყვები მოყავს, რომლის მიხედვითაც ის კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ “მილანის” შემდეგ სხვა კლუბში არ იმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120605