საიტის სრული ვერსია

18:58 | 6.06.2014 | ნანახია 1284-ჯერ

აბდულა ალ თანმა “მალაგა” დატოვა

კატარელი ბიზნესმენი აბდულა ალ თანი ესპანურ “მალაგას” ტოვებს. 44 წლის ბიზნესმენის თქმით, ამის მიზეზი მის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობაა.

ალ თანიმ “მალაგა” 2010 წელს შეიძინა. 2011-12 წლების სეზონში, ანდალუსიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვეს, ხოლო მომდვნო სეზონში, ამ ტურნირზე 1/4-ფინალამდე გააღწიეს. “მალაგას” 1/2-ფინალამდეც ძალიან ცოტა დააკლდა.

ფეხბურთელების წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების გამო, გასული საკლუბო ევროსეზონი “მალაგამ” დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბდულა ალ თანს მალაგაში მშენებლობის ნებართვის მოპოვება ჭირდებოდა და ადგილობრივი კლუბი მან სწორედ ამ მიზნით შეიძინა. კატარელმა ბიზნესმენმა მიზანს ვერ მიაღწია და კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

თავად ალ თანი “მალაგადან” წასვლის სხვა მიზეზს ასახელებს: “ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ “მალაგადან” წავიდე. აქ პატივისცემა, მადლიერება და თანასწორობა ვერ დავინახე.”

მიშა ზაქარეიშვილი
სარეკლამო ადგილი - 35
620 x 300

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

02:50 | 07.06.2014
Madrileño (26972)

მაგრა გაიმართლა თავი

01:18 | 07.06.2014
arturi-baierni (24493)

ფხაკაძეების რა ხარ

00:15 | 07.06.2014
komentatori (2299)

ძალიან მაგარი შედეგი დადო ამ მცირე ხანში. იმდენი თანხა არ ჩადებულა რამდენიც სიტიში და პსჟ ში ჩაიდო.

20:33 | 06.06.2014
saqartvelo_dinamo (172)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:42 | 06.06.2014
alejandro (44439)

მიდის კი ბატონო,ეს გავიგეთ. მაგრამ კლუბში ვინ რჩება,ან რა გზას გაარგრძელებენ,ან სხვა ინვესტორი ხომ არ მოდის?....