ჩოგბურთი

16:35 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა მე-1000 მატჩი მოიგო (+VIDEO)

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა შვეიცარიელმა როჯერ ფედრერმა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში Brisbane International-ის ტურნირი მოიგო.

როჯერმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი კანადელი მილოშ რაონიჩი 6:4, 6:7, 6:4 დაამარცხა. როჯერისთვის ეს გამარჯვება საიუბილეო აღმოჩნდა, ფედერერმა კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგო.

პირველ სეტში 1:1-ზე ფედერერმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე სეტის დასაწყისში ფედერერმა ბრეიკი შეასრულა, მაგრამ რაონიჩმა მოახერხა უკუბრეიკის შესრულება. სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც როჯერი 2:0 დაწინაურდა, მაგრამ კანადელმა ზედიზედ 7 ქულა მოიგო. ტაი-ბრეიკი მილოშის გამარჯვებით 7:2 დასრულდა. სეტებში ანგარიში გათანაბრდა. მესამე გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა შანსი. 5:4-ზე ფედერერის სასარგებლოდ რაონიჩმა თავის ჩაწოდება წააგო. როჯერმა ბრისბენის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ფედერერმა 21 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. მილოშმა 14 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბრისბენის ტურნირის მოგებისთვის როჯერმა რეიტინგში დამატებით 250 ქულა გამოიმუშავა და 82 040 ამერიკული დოლარი მოიგო.

როჯერ ფედერერი: “განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. შვეიცარიას კიდევ ერთი თასი შეემატა. მადლობა ყველას ვინ დამეხმარა მე-1000 მატჩის მოგებაში. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს, რადგან ძალიან კარგი სიტუაცია იყო რომ კარგად მეთამაშა და ტურნირი მომეგო”.

მილოშ რაონიჩი: “მადლობა გულშემატკივრებს მოსვლისთვის. ვულოცავ როჯერს ამ დიდ გამარჯვებას. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს ასეთი კარგი ტურნირისთვის, შემდეგ წელს აუცილებლად დავბრუნდები.

ფედერერის მოგებული მე-1000 მატჩის ბოლო ქულა

0.140927