ფეხბურთი

13:50 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანის პსჟ-ს დატოვება სურს

ფრანგული პსჟ-ს ურუგვაელ ფორვარდ ედინსონ კავანის გუნდში დარჩენა აღარ სურს, მაგრამ პარიზელები მის გაშვებას არ აპირებენ.

RMC-ს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ წასვლა სურს, მაგრამ უახლოეს პერიოდში ტრანსფერი არ განხორციელდება.

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველობისთვის იბრძვის და მას მიზნის მისაღწევად სრული შემადგენლობა სჭირდება. შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ იანვარში არავინ გაიყიდება. კავანის ზაფხულამდე მოუწევს მოცდა, რის შემდეგაც კლუბში მისი გასხვისების საკითხს განიხილავენ.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში კავანიმ 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.114276