“ჟილ ვისენტე”, რომელშიც ავთო ებრალიძე გამოდის, პორტუგალიის თასს დაემშვიდობა. 1/4-ფინალში “ჟილ ვისენტე” სტუმრად “რიო ავესთან” 2:5 დამარცხდა, ხოლო ქართველი ნახევარმცველი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ.
კვიპროსის თასის მე-2 ეტაპის პირველ მატჩში, “ოთელოსი” გასვლაზე “აპოლონს” დაუზავდა. სტუმრებში მეკარე როინ კვასხვაძემ და ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. საპასუზო მატჩს “ოთელოსი” შინ 14 იანვარს ჩაატარებს.
“ნეა სალამისი” ლარნაკას აეკ-ს ესტუმრა და 0:1 წააგო. ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი დამარცხებულთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ნეა სალამისი” საპასუხო შეხვედრაში აეკ-ს 14 იანვარს უმასპინძლებს.